ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

მოგესალმებით! ახლა სარემონტო-სამშენებლო კომპანია „ალიანს დეველოპმენტის“ გვერდზე იმყოფებით. თუ გსურთ, თქვენი სახლი ან ოფისი თქვენს საოცნებო სივრცედ აქციოთ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით.
საკუთარი გამოცდილებით, ზუსტად ვიცით, რა სურთ ადამიანებს, როდესაც რემონტს ან მშენებლობას იწყებენ, ამიტომ ყველა საჭირო პროცესის გამარტივებას ვცდილობთ. „ალიანს დეველოპმენტის“ კვალიფიციური გუნდი ყოველთვის ეტევა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტში. შედეგად, თქვენ თავისუფლდებით ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ხარჯისგან, რაც რემონტს ძალიან ხშირად თან ახლავს.
ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც. იმისათვის, რომ გადახდის მექანიზმი მოსახერხებელი იყოს, გთავაზობთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ გრაფიკს.

ჩვენ გამჭვირვალედ ვმუშაობთ და პასუხს ვაგებთ თითოეულ წუთზე, რომელსაც სამუშაოებზე ვხარჯავთ. რადგანაც კომპანიის მთავარი ღირებულება კლიენტია, თქვენი ნდობისა და სიმშვიდისთვის, ობიექტზე ჩვენივე რესურსებით ვაყენებთ ვიდეოკამერას, რომლის მეშვეობითაც, მთელი სამუშაო პროცესისთვის თვალის დევნებას შეძლებთ.
„ალიანს დეველოპმენტი“ – თქვენ ისვენებთ, როცა ჩვენ ვმუშაობთ.

ჩვენი პარტნიორები